logo
ENG



თურნავა: ამ ეტაპზე არასასურსათო პროდუქციის ონლაინგაყიდვები პრაქტიკულად აკრძალულია

02 აპრ 202013:31
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო შეამოწმებს ყველა კომპანიას, რომელსაც აქვს მიწოდების სერვისი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეკომენდაციების აკმაყოფილებენ, მათ საქმიანობის გაგრძელების უფლება ექნებათ. 

თურნავას თქმით, ამ ეტაპზე სურსათის გარდა, ყველა ონლაინვაჭრობა შეჩერებულია. 

"ვიცი, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა. ბიზნესის შეზღუდვა ყოველთვის არასასიამოვნოა. ეს პირველ რიგში ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ბიზნესებს, რომ გადაეწყონ ახალი საქმიანობის წესზე და მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ დაიცვან ყველა უსაფრთხოების ზომა. ამ ეტაპზე ონლაინგაყიდვები არასასურსათო პროდუქციის პრაქტიკულად არის აკრძალული, ამაში არ შედის ფარმაცევტული პროდუქტი. რაც შეეხება სასურსათო გაყიდვას ის გრძელდება, რადგან ეს არის სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სფერო. აქაც ჩვენ გადავამოწმებთ წესების დაცვას. გუშინ პრემიერმა ისაუბრა, რომ ეს არის დროებითი იძულებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი ჯაჭვია. ჩართულია მიტანის სფერო, საწყობები, იქ არის ოფისები ჩართული. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა კომპანიას, რომ მალე შექმნეს ეს სერვისი. ვმუშაობთ იმაზე, რომ მალე შევთავაზოთ კონკრეტულ წესებს, ყველას ვისაც აქვს შესაძლებლობა რომ გადავიდეს ონლაინ გაყიდვებზე. როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია სრულად უსაფრთხოდ იმუშავებს, რა თქმა უნდა ამის შემდეგ, შევძლებთ რომ დავუშვათ კონკრეტული კომპანიების საქმიანობა", - განაცხადა თურნავამ


close დახურვა